პაციენტთა ნაკადების მართვა

კვლევებით დასტურდება, რომ კლინიკებით უკმაყოფილების მიზეზი 65% შემთხვევაში რიგში ლოდინის ხანგრძლივობა და ამ დროს შექმნილი დისკომფორტია. სამედიცინო სფეროში მომსახურება ხომ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობით არ შემოიფარგლება. პროცესი მიმღებში რეგისტრაციას, რიგში უსიამოვნო ლოდინსა და შიდა არაერთ გადამისამართებასაც მოიცავს. თანმდევი უხერხულობები და დახარჯული დრო შედეგად კონფლიქტებსა და პაციენტების უკმაყოფილებას იწვევს.

როგორ მუშაობს QMATIC-ის რიგის მართვის სისტემა

Qmatic-ის რიგის მართვის სისტემის ძირითადი უპირატესობები

QMATIC-ის რიგის მართვის სისტემა შესაძლებელს ხდის:

  • შექმნათ უკეთესი სამუშაო გარემო
  • შეამციროთ საშუალო მოლოდინის დრო
  • სერვისი სასიამოვნოდ აქციოთ
  • გააუმჯობესოთ პროდუქტიულობა
  • გაზარდოთ ინტერაქციის დონე პერსონალსა და პაციენტებს შორის.

პაციენტების თვითრეგისტრაცია( Self Check-In)

ტერმინალში პაციენტი  სურვილისამებრ  უთითებს თავისი მობილურის ნომერს, რომელზეც მიუვა, რიგის შესაბამისად, ექიმთან გამოძახების შეტყობინების დრო და კოორდინატები.
პაციენტიც  მშვიდად და კომფორტულად ელოდება ისე, რომ არ დარდობს  რიგის მსვლელობასა და  თავისი ადგილის მონიტორინგზე.

სტატისტიკა ავტომატურად გენერირდება და ეგზავნება მენეჯმენტს. მათთვის მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია ინფორმაციას  პაციენტების რაოდენობის, ყოველი დამატებითი რეგისტრაციის, მოლოდინისა და მომსახურების საშუალო დროის, თითოეული ექიმის პროდუქტიულობის  შესახებ.  მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ოპერაციების პერმანენტული მეთვალყურეობა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

NGT Group უკევ შვიდი წელია QMATIC-ის, რიგის მართვის სისტემის პირველი მწარმოებლისა და დღემდე მსოფლიო ბაზრის ლიდერის, ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიაში. ამ ხნის განმავლობაში სისტემა დავაინსტალიტეთ 350-ზე მეტ ობიექტზე, მათ შორის იუსტიციის ყველა სახლში, თი ბი სი, საქართველოს და ლიბერთი ბანკებში.  სამედიცინო სექტორში QMATIC-ის სისტემით მუშაობს გორის სამხედრო ჰოსპიტალი, კურაციო, ევექსი, ჟვანიას კლინიკა, ჯანმრთელობის ცენტრი, ჩიჩუების თვალის კლინიკა “მზერა” და ა.შ

 

 

ჩვენი კლიენტები